სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“ აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის დიზაინერის თანამდებობაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალური მედიისა (Facebook, LinkedIn და ა.შ.) და ვებ-გვერდისთვის ვიზუალური მასალის შექმნა;
  • სარეკლამო ბანერების დიზაინის შექმნა/ზომებზე ადაპტირება (როგორც ციფრული, ასევე ბილბორდების მიმართულება);
  • სარეკლამო ვიდეო რგოლების დადამუშავება;
  • GIF-ების შექმნა;
  • საბეჭდი მასალის დიზაინის შექმნა/დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • დიზაინერად მუშაობის მინიმუმ2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია პროფესიული პროგრამების ცოდნა: Adobe (Illustrator, Photoshop); ასევე, სასურველია Adobe (Indesign, After Effects, Premiere);
  • ინგლისური ენის ცოდნა; ასევე, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის გრძობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 19 ივლისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე HR@apma.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დიზაინერი”.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

არასრული ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: www.arda.ge

 დიდი მადლობა ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებებს!