თანამდებობა: აგროდაზღვევის პროგრამის/მიმართულების ხელმძღვანელი
სამუშაო დგილი: ქ. თბილისი, ახმეტელის ქ.
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული სრული გრაფიკი
ძირითადი მოვალეობები:
- აგროდაზღვევის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- პროგრამის მართვა; ბიუჯეტის კონტროლი; საოპერაციო ხარჯების ანალიზი;
- სამუშაოს შესრულების პროგრესის მუდმივი შეფასება/კონტროლი;
- პროგრამის ოპტიმიზაციის ღონისძიებების დაგეგმვა;
- პროგრამის განმახორციელებელი გუნდის მართვა, მისი მუშაობის კოორდინირება;
- სადაზღვევო კომპანიების პროგრამაში ჩართვის უზრუნველყოფა; მათთან გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება; ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვის კონტროლი;
- პარტნიორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმართვა, ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა;
- პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო კომპანიებთან ხელშეკრულებების ადმინისტრირება (დროული ანგარიშსწორების უზრუნველყოფა, პრობლემური საკითხების განხილვა და სხვ.);
- პროგრამის მიმდინარეობისა და საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება;
საჭირო კვალიფიკაცია:
- ფინანსურ/დაზღვევის სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის დაზღვევის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს-ადმინისტრირების ან მათი მომიჯნავე მიმართულებებით;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი - MS Office, Outlook Express.
აუცილებელი უნარები:
- ორგანიზებული და პუნქტუალური;
- გამართული და დახვეწილი მეტყველებისა და წერის უნარი;
- ორგანიზაციის წარმომადგენლობის უნარი სხვა დაწესებულებებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
- სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ინიციატიურობა;
- მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით და/ან აგროსფეროში მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია რუსული ენის ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე 23 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: hr@apma.ge და "subject"-ის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განიხილება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად გამოგზავნილი რეზიუმე.