სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
დანერგე მომავალი
პროექტის შესახებ
  • დანერგე მომავალი
  • ბაღების კომპონენტი
  • სანერგეების კომპონენტი
  • სანერგე მეურნეობები
  • სარწყავი სისტემები
დანერგე მომავალი

პროექტი „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

თანადაფინანსება განხორციელდება ორი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში:

ა) მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში ბაღების კომპონენტი);
ბ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში სანერგეების კომპონენტი);
პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს პროგრამის ორივე კომპონენტით დადგენილი წესებითა და პირობებით.

პროექტი მიზნად ისახავს:

1) საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენებას მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
2) ადგილობრივი მაღალხარისხიანი, ფიტოსანიტარულად სუფთა სარგავი მასალების (ნერგების) წარმოების მხარდაჭერას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება თანამედროვე ინტენსიური ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისათვის იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების შეთავაზება. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას.