სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება
  • გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
  • გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი
    • პირობები
    • შესაბამისობის კრიტერიუმები
    • პრიორიტეტები
    • ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
    • სპეციალური პირობები
  • შემნახველი საწარმოების კომპონენტი
    • პირობები
    • შესაბამისობის კრიტერიუმები
    • პრიორიტეტები
    • ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი

პროექტი ინიცირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს:

1) სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი;

2) შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი;

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია 3 ძირითადი წყაროს გამოყენებით:
ა) სააგენტოს თანადაფინანსება - პროექტის ჯამური ღირებულების 40%, მაგრამ არაუმეტეს 600 000 ლარისა;
ბ) შეღავათიანი კრედიტი/ლიზინგი - პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 1 500 000 ლარისა;
გ) ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა - პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%, საწარმოს კაპიტალში ფულადი შენატანის სახით.

შენიშვნა: დასაშვებია ბენეფიციარის მიერ დამატებით მოძიებულ იქნას პროექტის დაფინანსების სხვა წყაროები.

მიზნობრივი სეგმენტი

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მიზნობრივი არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.

სამთავრობო განკარგულება #139 27.07.2017