სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
შეღავათიანი აგროკრედიტი
პროექტის შესახებ
  • შეღავათიანი აგროკრედიტი
  • შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის
    • ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები
    • ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით
  • შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის
    • ქვეკომპონენტი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის (ალკოჰოლური სასმელები)
  • შეღავათიანი აგროლიზინგი
    • ქვეკომპონენტი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის (ალკოჰოლური სასმელები)
  • შეღავათიანი აგროკრედიტის/შეღავათიანი აგროლიზინგის პირობები თანადაფინანსების პროექტისთვის
  • აწარმოე საქართველოში
  • ტერმინთა განმარტება
შეღავათიანი აგროკრედიტი

პროექტი ინიცირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და 2013 წლის 27 მარტიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში.

პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით. 

პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებენ შეღავათიან აგროკრედიტს/აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის. 

პროექტის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პროექტით განსაზღვრულ პირობებს.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აგრო კრედიტებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

1. შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის;

2. შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის;

3. შეღავათიანი აგროლიზინგი;

4სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში".