სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
კახელ ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ

გურჯაანის რაიონში ერთიანი აგროპროექტში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის  შედეგად მიყენებული ზარალი სრულადაუნაზღაურდებათ. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე,სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენელი და კახეთის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ივანე ხუცოშვილს შეხვდნენ და სეტყვის შედეგად განადგურებული გარგრისნაკვეთები დაათვალიერეს. სოფელ ახაშენის მკვიდრს, ივანე ხუცოშვილს სეტყვის შედეგად დაუზიანდა  მოსავლის 70%. სადაზღვევოკომპანია ალდაგმა აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურა 21,546 ლარი. ბენეფიციარის მიერ სადაზღვევო პოლისის შესაძენად გადახდილმათანხამ  820.80 ლარი შეადგინა, ხოლო სააგენტოს სუბსიდირებამ 3,283.20 ლარი.

2016 წლის სექტემბრის მონაცემებით საქართველოს მაშტაბით „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში  გაცემულია 16,139 პოლისი, პროგრამაში ჩართულია 12,772 ბენეფიციარია, სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 7,737,083.87  ლარიშეადგინა. დაზღვეულია    14,640.86 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო  მოსავლის ღირებულებამ ჯამში    125,774,643.03 ლარია. ქარიშხლის, ჭარბი ნალექისა და სეტყვის შედეგად 3,423.00 სადაზღვევო შემთხვევა დადგა, ასანაზღაურებელი თანხა პირველადიშეფასებით 5,180,568.02 ლარს შეადგენს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის შეფასება და თანხის ჩარიცხვა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს რომელიც გათვლილია გრძელვადიანგანვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანიპროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

17 ნოემბერი