სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
სახელმწიფო პროგრამების „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ბენეფიციარები GLOBAL GAP სტანდარტის დანერგვას შეძლებენ

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/REAP (საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი)  შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამების - „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ბენეფიციარებს ტექნიკური დახმარების სფეროში სემინარები უტარდებათ.

სასაწავლო კურსის მონაწილეები ინფორმაციას  პირველადი აგროწარმოების სტანდარტის „GLOBAL GAP“ შესახებ იღებენ, რომელიც  შემდეგ საკითხებს მოიცავს:  ნიადაგის მოსამზადებელი სამუშაოები, ბაღის მოვლა/მორწყვა, შეწამვლა, მავნებლებთან ბრძოლა, სასუქის შეტანის ტექნოლოგია, პერსონალის უსაფრთხოების წესები, მოსავალის აღება, დასაწყობების და დაფასოების წესები.

პირველი სემინარის, რომელიც ქალაქ გორში ტარდება, მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ნასარიძე და USAID/REAP-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერი ირინე სალუქვაძე ადგილზე გაეცნენ.

სემინარი USAID/REAP-ის ფინანსური დახმარებით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერაა ორგანიზებული. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ 6 აღნიშნული ტიპის სემინარის ჩატარებაა დაგეგმილი.

სემინარის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო სტანდარტი „GLOBAL GAP“ დანერგონ და შესაბამისი სერთიფიკატი მიიღონ.  USAID/REAP სასერტიფიკატო პროგრამის დანერგვის მომსახურების ჯამური ღირებულების 50%-ს დააფინანსებს, ხოლო დარჩენილ 50%-ის გადახდა ბენეფიციარების მიერ მოხდება.

სახელმწიფო პროგრამები „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება. „ერთიანი აგროპროექტი“  მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

10 ნოემბერი