სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
სახელმწიფოს ხელშეწყობით 152-ე საწარმო გაიხსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანიის „ნუტრიმაქსი“ მაღალტექნოლოგიური, კომბინირებული საკვები ქარხნის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. საწარმო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ჰოლანდიური კომპანიის “Trouw Nutrition” სპეციალისტთა ჩართულობითა და პარტნიორობით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური ოდენობა 2 000 000 აშშ დოლარზე მეტია, აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში - 600 000 აშშ დოლარი, აწარმოე საქართველოში - 600 000 აშშ დოლარი, ხოლო საკუთარი წილი - 800 000 დოლარი. „დღეს სახელმწიფოს ხელშეწყობით 152-ე ახალი საწარმო გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აგარარული დარგის განვითარების მხარდამჭერი პროქტებით, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი. ახალი მაღალტექნოლოგიური საკვებწარმოების კომპანია, რომელიც დღეს გაიხსნა, მეცხოველეობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რადგან საკვები ბაზა ამ დარგის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. საწარმოს მფლობელებს აქვთ კარგი გამოცდილება. „ნუტრიმაქსი“დანერგავს ევროპულ ტექნოლოგიებს და წარმოებული პროდუქციით არამარტო საქართველოს ბაზარს დააკმაყოფილებს, არამედ კავკასიის რეგიონშიც განახორციელებს ექსპორტს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ახალი ქარხნის მიერ წარმოებული კომბინირებული საკვები, რომელიც მეფრინველეობის, მეცხოველეობის და მეთევზეობის სექტორზეა გათვლილი, უმაღლესი ხარისხის, დაბალანსებული, არაქიმიური პროდუქციაა. ქარხნის წარმადობა წლიურად 50 000 ტონა კომბინირებული საკვებია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ფერმერებისთვის რეკომენდაციების მიცემა და მათი კონსულტირება საკვების გამოყენების საკითხებში.

30 სექტემბერი