სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
პრეპარატების დარიგება წარმატებით მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის მაისში კახეთისა და შიდა-ქართლის რეგიონებში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე  სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების დარიგება მიმდინარეობს. დაზარალებულ ფერმერებს აგრობარათებზე უკვე 1,702,000 ლარზე მეტი დაერიცხათ.

3365 დაზარალებულ ფერმერს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ გააჩნდათ აგრობარათები, შეუძლიათ მიაკითხონ ლიბერთი ბანკის ადგილობრივ ოფისებს და აიღონ აგრობარათები, დარიცხული აგროქულებით (1ჰა-ზე 180 ლარის ოდენობით). პრეპარატებისათვის განკუთვნილი აგროქულების გამოყენება შესაძლებელია მიმდინარე წლის 30 ივნისამდე.

დაზარალებულ ფერმერებს  პრეპარატების მიღება აგრობარათებზე დარიცხული აგრო ქულების საშუალებით შესაბამის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ყველა იმ მაღაზიაში შეუძლიათ, რომლებიც მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამაში არიან ჩართულნი. მაღაზიების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 247 01 01; 1501

ასევე რისკების შემცირების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აგროდაზღვევის პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებს.

03 ივნისი