სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ტრეინინგი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ტერიტორიაზე

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეების გადამზადების პირველი ეტაპი დაასრულა. პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარების სავალდებულო ტრეინინგი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ტერიტორიაზე ჩაუტარდათ.
პროგრამაში მონაწილე 14 ბენეფიციარი სხვადასხვა მიმართულებებით გადამზადდნენ: გაშენებული ნერგების ტექნოლოგიების პრაქტიკული სწავლება, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემების დანერგვა - IPM, ბაღის მორწყვის და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინიციატივით ტრეინინგი ორ დღეს მიმდინარეობდა, 5 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდა. ბენეფიციარებს უფასო კურსი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევის და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ბობოქაშვილმა ჩაუტარა. გადამზადების მიზანია, ბენეფიციარებმა შეისწავლონ თანამედროვე ინტენსიური და ნახევრადინტენსიური მრავალწლიანი კულტურის ბაღების სწორი მოვლის საშუალებები, რაც ბაღის გაშენების პერიოდში მოსალოდნელ რისკებს შეამცირებს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს რეგულარულად გადაამზადებს. გადამზადებულ ბენეფიციარებს სერტიფიკატები, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან უჯმაჯურიძემ გადასცეს.სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სულ 14 განაცხადი დაამტკიცა. პროექტის ფარგლებში ჯამში გაცემულია 575,889 ლარის დაფინანსება. 89.63 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებულია 84,34) ჰა ვაშლის კულტურა, 1 ჰა -ატამი, 3.09 ჰა ქლიავი, 1,2 ჰა ბალი.ფერმერებმა დაფინანსება სარწყავი სისტემის მოწყობისთვისაც მიიღეს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში პროგრამის „დანერგე მომავალი“ მეორე ეტაპი და განაცხადებების მიღება აგვისტოს ბოლოდან დაიწყება და პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ექნებათ ახალი ხეხილის ბაღები შემოდგომაზე გააშენონ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება თებერვლის ბოლოდან დაიწყო. პროგრამის მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისისა და ფოთის გარდა) ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს. 
პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება. პროგრამა „დანერგე მომავალი“ ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

06 აგვისტო