სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ხვნის სამუშაოები შიდა ქართლის რეგიონში ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე 11-მდე სოფელში აქტიურად მიმდინარეობს. 

კასპის მუნიციპალიტეტის ლამისყანას თემში სოფელ ზადიანთკარში ხვნის სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი პაატა შეყელაძე და შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი  სოსო ოქრომელიძე  ადგილზე გაეცნენ. 

,,სახელმწიფოს დახმარება ახლა ყველაზე მეტად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს სჭირდებათ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მე-4 წელია საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს, რომელიც ორიენტირებულია მცირემიწიანი ფერმერების მაქსიმალურ ხელშეწყობაზე. სახელმწიფო ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოში - ხვნის პროცესში ეხმარება ფერმერებს. პროგრამის ფარგლებში, წელს დახმარებას 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი მიიღებს“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

გამყოფი ხაზის მიმდებარე 11-მდე სოფელში - ზადიანთკარი, თვაურები, არბო, ნიქოზი, ტყვიავი, შავშვები, ავლევი, დვანი, დირბი და ა.შ ხვნის სამუშაოებს მხოლოდ სახელმწიფო შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს.

ლამისყანას თემში, სოფელ ზადიანთკარში  წელს  232.86 ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდება. ხვნის ბარათი 406  ფერმერმა მიიღო, ხოლო აგრო ბარათი 169.  სამუშაოებს შპს „მექანიზატორის“ 5 ტრაქტორი ასრულებს. 

მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს შიდა ქართლის რეგიონის 69049 ფერმერი ისარგებლებს.სასოფლო სამეურნეო, ხვნის ბარათი 16097 ბენეფიციარს დაურიგდა (ერთ ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით). ადგილობრივ მოსახლეობას ასევე აგრო ბარათებზე დაერიცხებათ აგროქულები რომლის საშუალებითაც შეეძლებათ იყიდონ, სასუქები, სათესლე მასლა, მცენარეთა მოვლის საშუალებები და ნერგები.

მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის ხელშეწყობის პროექტი თებერვლის თვეში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.

22 მარტი