სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმს ხელი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ და აღმოსავლეთ უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი პროფილის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიერ სააგენტოში სტაჟირების გავლას. სტაჟირების გავლა მიზნად ისახავს პრატქიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღებას, რაც ხელს შეუწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სტუდენტების სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესების მიზნით, მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა საგანმანათლებო დაწესებულებებთან თანამშრომლობას.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

15 თებერვალი