სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
განცხადება ღია კონკურსის ჩატარების შესახებ

ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო” აცხადებს ღია კონკურსს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ საქმიანობისა და პროექტების გამაერთიანებელი ერთიანი ქუდის დასახელების, სლოგანისა და ლოგოს შექმნაზე და იწვევს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს

  1. კონკურსი ითვალისწინებს 2 ლოტს:
  • ლოტი I - ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ და სამინისტროს პროექტების გამაერთიანებელი ერთიანი ქუდის ლოგოს შექმნა;
  • ლოტი II – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ საქმიანობის და პროექტების გამაერთიანებელი ერთიანი ქუდის დასახელებისა და სლოგანის შექმნა;
  1. საკონკურსო პრემიის ოდენობა ლოტების მიხედვით შეადგენს:
  • ლოტი I – 3000 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე.
  • ლოტი II - 500 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე.
  1. კონკურსში მონაწილეობის პირობები:

3.1 კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, გარდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებისა.

3.2 კონკურსანტის მიერ თითოეულ ლოტზე შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას არაუმეტეს 3 საკონკურსო წინადადება.

3.3 საკონკურსო წინადადებით წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე.

3.4 კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს 3.5 პუნქტში გათვალისწინებულ ელექტრონულ მისამართზე შემდეგი დოკუმენტაცია:

  • დასკანერებული ხელმოწერილი წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ არის საკუთარი ნამუშევარი, არ მიუბაძავთ სხვისთვის ან არ გამოუყენებიათ სხვა შეკვეთისათვის გამოყენებული დიზაინის შაბლონი, მათ შორის საკუთარი.
  • ლოგო -JPEG და PNG ფაილების სახით, ხოლო დასახალება და სლოგანი მათთვის სასურველი ფორმატით.
  • საკონტაქტო ინფორმაცია.

3.5 დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინონ  2016 წლის 16 თებერვლიდან 2016 წლის 01 მარტის  18:00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : marketing@apma.ge;

3.6 დაგვიანებით წარმოდგენილი წინადადებები არ განიხილება.

  1. ტექნიკური მოთხოვნები

4.1 პროექტის დასახელება და სლოგანი უნდა ასოცირდებოდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ საქმიანობის ძირითად სფეროსთან.

4.2 ლოგოს, როგორც სიმბოლოს, მიზანია გამოხატოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საქმიანობის სფერო და ძირითად ფუნქციები.

4.3 ლოგო წარმოდგენილი უნდა იყოს JPEG და PNG ფაილის სახით (გამარჯვებული კონკურსანტის მიერ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას ვექტორულ გრაფიკულ (EPS) და PSD ფორმატში), ფერი - CMYK. ლოგო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი და დასამუშავებელი; მარტივად უნდა შეიძლებოდეს ზომის ცვლილება, მანიპულირება ნებისმიერი რეპროდუქციის მიზნით. უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი როგორც მცირე, ასევე ფართო მასშტაბით.

მნიშვნელოვანია ლოგოს წარმოდგენისას ავტორმა წარმოადგინოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • ლოგოს აღწერილობა (რა სიმბოლიკური დატვირთვა აქვს)
  • ლოგოს ზომები (სიგრძე და სიგანე)
  • გამოყენების წესები (სხვადასხვა ფონზე გამოყენების ვარიანტები)

4.4 დასახელება და სლოგანი: „ჩვენი სოფელი - აქაურია“ და „ჩვენი პროდუქტი - მეტი ქართული“ კონკურსში არ განიხილება.

4.5 იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტების მიერ გამოგზავნილი დასახელება ან/და სლოგანი დაემთხვევა ერთმანეთს, უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელმაც უფრო ადრე გამოაგზავნა საკონკურსო წინადადება.

  1. დამატებითი ინფორმაცია

5.1 კონკურსის დასრულების შემდეგ, თითოეულ ლოტზე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული (ორივე ლოტზე შესაძლებელია გამოვლინდეს ერთი გამარჯვებული) სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ, საკონკურსო წინადადებების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, შემდეგი კრიტერიუმით:

5.1.1 ლოგოს შემთხვევაში - ვიზუალური (გამომსახველობითი და ტექსტური ნაწილი) მხარე და შესაბამისობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ საქმიანობის სფეროსთან და ძირითად ფუნქციებთან.

5.1.2 დასახელებისა და სლოგანის შემთხვევაში შესაბამისობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ საქმიანობის სფეროსთან და ძირითად ფუნქციებთან.

5.2 ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ იტოვებს უფლებას, საკონკურსო წინადადებებიდან არ გამოავლინოს გამარჯვებული, ასევე უფლება აქვს კონკურსის მიმდინარეობის ეტაპზე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს კონკურსი, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით;

5.3 გამარჯვებული კონკურსანტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი მასალა (ლოგო, დასახელება და სლოგანი) ხდება ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ საკუთრება და შეიძლება გამოყენებულ იქნას სააგენტოს ნებისმიერი მიზნებისათვის.

5.4 ა(ა)ის „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ უფლება აქვს მოსთხოვოს კონკურსში გამარჯვებულს წარმოდგენილ ლოგოს დიზაინში ტექნიკური ხასიათის ცვლილების განხორციელება.

5.5 კონკურსთან დაკავშირებული განმარტებების მიღება შესაძლებელია ა(ა)იპ „სოფლის სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ ცხელ ხაზზე ( ტელ: +995 322 470101 ), ხოლო  წერილობითი მიმართვის შემთხვევაში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.kalandadze@apma.ge

შენიშვნა:

გთხოვთ გაეცნოთ სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე სახელმწიფო პროექტებს, სადაც ნათლად დაინახავთ თუ როგორ უწყობს სახელმწიფო ხელს ამ დარგის ყველა მიმართულების განვითარებას, დაწყებული ფერმერის მიერ მიწის დამუშავებით, გაგრძელებული ნაყოფის მოყვანისა და მისი გადამუშავებით/შენახვით და დამთავრებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობით, სამინისტრო და სააგენტო სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით ხელს უწყობენ დარგის განვითარებას, თვითუზრუნველყოფის ამაღლებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობა;
  • სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის გადამუშავებისა და სასურსათო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა;
  • აგროსასურსათო სექტორში შემოსავლების ზრდისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით;
  • საექსპორტო პოტენციალის გამოყენების, საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების მოპოვებისა და განმტკიცების ხელშეწყობა;
  • სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტების სამეცნიერო-საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზების ხელშეწყობა;

ეს და სხვა უამრავი მიმართულება ერთიანი ძრავის პრინციპით მუშაობენ, რათა განვითარდეს და გაძლიერდეს საქართველოს სოფლის მეურნეობა.

ლოგოსა და დასახელების შექმნისას გთხოვთ გაითვალისწინოთ ის დადებითი ემოციები, რომელებიც ყველა ჩვენს პოტენციურ თუ არსებულ ბენეფიციარს აერთიანებს და უფრო აიოლებს მათთან კომუნიკაციას: სიხარული, თანადგომა, წარმატებული მომავალი, თვითრეალიზება, ეროვნულობა.

16 თებერვალი