სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები სვანეთში

"მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის “ ფარგლებში, სვანეთში ხვნის სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

მესტიაში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია, სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ნასარიძე და შპს „მექანიზატორის“ დირექტორი ზვიად ჩხაიძე გაეცნენ.

“მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამით “ წელს მესტიის რაიონის 3828 ფერმერი სარგებლობს, აქედან ხვნის ბარათი 1912 ბენეფიციარმა მიიღო. მესტიის რაიონში უკვე მოხნულია 304 ჰექტარი მიწის ფართობი, დარჩენილი 32 ჰექტარი 10 ივნისამდე დამუშავდება. ხვნის სამუშაოებს კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად შპს „მექანიზატორის“ 6 ტრაქტორი ასრულებენ. 

საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის 101,235 ფერმერი იღებს მონაწილეობას, აქედან ხვნის ბარათი 70265 ბენეფიციარმა მიიღო. “მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში„ 800 000 ფერმერი იღებს მონაწილეობას, საქართველოს მასშტაბით უკვე დამუშავდა 182 ათას 121 ჰა მიწის ფართობი. 

მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო, წელს პროგრამის ბოლო ეტაპია. „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ თებერვლიდან დაიწყო და 1 დეკემბერს დასრულდება.

06 ივნისი