სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
USAID/REAP- თან მემორანდუმის ფარგლებში საკონსულტაციო ტრეინინგი ჩატარდა

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის მემორანდუმის ფარგლებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების შესახებ გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარებს საკონსულტაციო ტრეინინგი ჩაუტარდათ.

საკონსულტაციო ტრეინინგი პროექტის ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტების და სისტემების (HACCP  და ISO22000:2005) დანერგვას ისახავს მიზნად. 

11 საწარმოს 15-მდე ბენეფიციარი გაეცნო საწარმოში საჭირო პერსონალის ჰიგიენისა და ქცევის წესებს. ასევე მიიღო ინფორმაცია დასუფთავების, ნარჩენების მართვის და მავნებლების კონტროლის შესახებ.

საკონსულტაციო ტრეინინგი ბათუმში გაიამართა და მას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მენეჯერი რევაზ ასათიანი და USAID წარმომადგენლები დაესწრნენ.

საკონსულტაციო სწავლებების მიზანია პროექტის ბენეფიციარი საწარმოების პოტენციელის გაძლიერებისა და წარმოების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს. პროექტი ითვალისწინებს დარგობრივად და გეოგრაფიულად დივერსიფიცირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების შექმნასა და მათი მდგრადი განვითარების ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 11 ახალი საწარმო. სახელმწიფომ  გრანტის სახით უკვე გაიღო $ 3 172 198, ასევე, დამატებით განახორციელა ბენეფიციარი კომპანიების მიერ აღებული შეღავათიანი აგროკრედიტების - ჯამური ღირებულებით $3 666 582 - საპროცენტო ხარჯის წლიური 11% -ის თანადაფინანსება. 

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

22 დეკემბერი