სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 76 განაცხადი დამტკიცდა

შიდა ქართლში 266.4 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება. 32 ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსება მიიღო. 

დღეს, სოფლის მეურნეობის პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლში, კასპის რაიონის სოფელ დოესში დაათვალიერა პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, მერაბ ბერიაშვილის ბაღის გაშენების პროცესი.

მერაბ ბერიაშვილი პროგრამაში 2015 წლის 29 სექტემბერს ჩაერთო და 20 ჰექტარზე ნუშის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 62 ათასი ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. 

შიდა ქართლში, ქარელის, გორისა და კასპის რაიონებში 266.4 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ატამი, ქლიავი და ბალი გაშენდება. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 573 ჰა-ს ხოლო დაფინანსების მოცულობა 3 მილიონ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივთ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება თებევრლის ბოლოდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:

• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;

• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს. 

პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.

04 დეკემბერი