სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
შეხვედრა სათნოების სახლის მესვეურებთან

19, 25 და 26 ნოემბერს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საგენტო, თანამშრომლების დიდი თანადგომით და სურვილით  სათნოების სახლ „ კათარზისის“  ბენეფიციარებს სადილით გაუმასპინძლდა.

სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ ხანდაზმულებს ,გაეცნენ სახლის შიდაგანაწესს, მოინახულეს იქ მუდმივად მცხოვრები მოხუცები. ასევე  დაათვალიერეს კათარზისში მოხუცებისთვის საგანგებოდ მოწყობილი სასადილო, სამკითხველო დარბაზი, სავარჯიშო დარბაზი და თეატრალური კუთხე.

სათნოების სახლის წარმომადგენლები სითბოს და ყურადღებასარ აკლებენ იქ სადილათ თუ უბრალოდ გასათბობად  მისულ მოხუცებს.

სააგენტო მომავალშიც აპირებს მსგავსი სახის ღონისძიებების გამართვას და სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში ჩართვას- სიკეთე ხომ გადამდებია! 

26 ნოემბერი