სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
პროექტი დანერგე მომავალი - სამუშაო შეხვედრა ფერმერებთან

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, კახეთში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, პაატა შეყელაძემ, კახეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის „დანერგე მომავალი“ მიმდინარე ეტაპი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებაზე. აღინიშნა, რომ, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, ეტაპობრივად იზრდება პროდუქციის ექსპორტი. აღნიშნულ შეხვედრაზე ის მექანიზმები განიხილეს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ნიშური ბაზრები დაიკავოს.

ამ დროისათვის პროექტ "დანერგე მომავალის" ფარგლებში გაშენებულია 7,000 ჰექტრამდე მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი და სახელმწიფოს თანადაფინანსების სახით გაცემული აქვს 34 მილიონ ლარზე მეტი. შეხვედრა, რომელსაც ფერმერებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო ასოციაციების, ესწრებოდნენ დისკუსიის ფორმატში გაიმართა.

პროექტი „დანერგე მომავალი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება. „ერთიან აგროპროექტს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

25 თებერვალი