სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
გორში პროექტის დანერგე მომავალი მიმდინარე ეტაპი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, შიდა-ქართლში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და შიდა-ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, ადგილობრივ ფერმერებთან ერთად, პროექტის „დანერგე მომავალი“ მიმდინარე ეტაპი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებაზე. აღინიშნა, რომ, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, ეტაპობრივად იზრდება პროდუქციის ექსპორტი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფერმერების მოსაზრებების გაზიარება აგრარული დარგის განვითარების ხელშემწყობ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა შიდა ქართლში. ვიმსჯელეთ გამოწვევებზე და იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც უკვე რამდენიმე წელია სამინისტრო წარმატებით ახორციელებს“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

აღნიშნულ შეხვედრაზე ის მექანიზმები განიხილეს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ნიშური ბაზრები დაიკავოს.

შეხვედრა, რომელსაც  ფერმერებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ დისკუსიის ფორმატში გაიმართა.  

პროექტი „დანერგე მომავალი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება. „ერთიან აგროპროექტს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

23 თებერვალი