სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
იმერეთის რეგიონში რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, რევაზ ასათიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, შპს „ზეკარი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 996,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 428,000 ლარი გრანტია, ხოლო 461,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.
საწარმოში წელიწადში 41 ტონა სულგუნს და 29 ტონა იმერულ ყველს აწარმოებენ და პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ. 
გადამმუშავებელ საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში დაგეგმილია, 2019 წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის (HACCP) დანერგვა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. 
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

13 ნოემბერი