სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ფერმერთა რეგისტრაციის პროექტს მცხეთა-მთიანეთის ფერმერები გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან ერთად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ პირები აღრიცხებიან.

ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის მენეჯერი დავით კიკნაძე მცხეთა- თიანეთის რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფერმერებს შეხვდა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი გააცნო. როგორც პროექტის მენეჯერმა აღნიშნა, ფერმათა და ფერმერთა აღრიცხვა შექმნის მნიშვნელოვან საინფორმაციო ბაზას; გააჩენს შესაძლებლობას, მიზნობრივი, ფერმერთა საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროექტის/პროგრამის შექმნისა და ეფექტიანი განხორციელებისთვის სამიზნე ჯგუფები სწორად იქნას შერჩეული. პროექტი 8 აგვისტოს დაიწყო და დღემდე ბაზაში 36000-ზე მეტი ფერმერია დარეგისტრირებული.

პროექტის ბიუჯეტი 1 300 000 ლარს შეადგენს და მისი პირველი ეტაპის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი თანხვედრაშია ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის” (ENPARD II-ის) შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების შესრულებასთან. აღნიშნული ვალდებულება ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით, არაუგვიანეს 2018 წლისა, ფერმათა/ფერმერთა რეესტრში 100 000-მდე ფერმის/ფერმერის რეგისტრაციას. ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის განხორციელების მიზნით, სააგენტოსთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყვეს სახელმწიფო სააგენტოებმა და ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა სახის ბაზები.

მოძიებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო ახორციელებს ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებელი პირების იდენტიფიცირებასა და კლასიფიკაციას. მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას, დაზუსტებას და შემოდგომ დადასტურება განხორციელდება სააგენტოს მიერ, სატელეფონო გამოკითხვის გზით. პირველ ეტაპზე ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებლად დაკავშირება ხდება მხოლოდ ისეთ პირებთან, რომელთაც რეგისტრირებულ საკუთრებაში/სარგებლობაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს არანაკლებ 0,25 ჰა-ს და ამავდროულად არიან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო პროექტის/პროგრამის ბენეფიციარები ან სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით. 

15 სექტემბერი