სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
სამცხე-ჯავახეთის ფერმერები პროგრამა დანერგე მომავალს გაეცნენ

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2015 წლის სექტემბრიდან პროგამის „დანერგე მომავალი“ მეორე ეტაპი დაიწყო. აღნიშნული პროგრამის მენეჯერმა, ლევან დოლიძემ სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ადგილობრივ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ შეტანილი ცვლილებები გააცნო. ლევან დოლიძემ პროგრამის შესახებ დეტალურად ისაუბრა და ფერმერების შეკითხვებს უპასუხა. ადგილობრივმა ფერმერებმა სურვილი გამოთქვეს აქტიურად ჩაერთნონ აღნიშნულ პროგრამაში და გააშენონ მრავალწლოვანი ბაღები.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ მეორე ეტაპში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში 1 სექტემბრიდან დაიწყო და უკვე 36 განაცხადია შესული.

მეორე ეტაპის დაწყებისთანვე პროგრამაში შევიდა ცვლილები, რომლის შედეგად:

• მრავალწლოვანი ბაღების კომპონენტში, საქართველოს ყველა რეგიონში 5 ჰექტრის ნაცვლად მიწის მინიმალური ფართობი 1 ჰექტარით განისაზღვრა. ახალი დადგენილებით, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება პროგრამით რამდენჯერმე ისარგებლოს, თუმცა დაფინანსება ჯამში 100 000 ლარს, ხოლო გაშენებული ბაღის ფართობი - 20 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს; 

• რეგიონებს, ინტენსიური ბაღების გაშენებისთვის ახალი კულტურები დაემატა;

• დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურია, სამეგრელო და აჭარის რეგიონებში თხილის კულტურის გაშენების შემთხვევაში მოიხსნა შეზღუდვა წვეთოვანი სარწყავი სისტემის სავალდებულო მოწყობის თაობაზე, რაც ბენეფიციარს თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს; 

• გარკვეულ კულტურებზე გაიზარდა 1 ნერგზე დაფინანსების თანხობრივი ლიმიტები

• იმპორტის გზით ნერგების შეძენის შემთხვევაში 20 %-ით გაიზარდა ერთ ნერგზე დაფინანსების დადგენილი თანხობრივი ლიმიტი;

პროგრამაში უცვლელი დარჩა სახელმწიფო თანადაფინანსების პრინციპი: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს სააგენტო დააფინანსებს, სანერგე მეურნეობის შემთხვევაში კი მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 %-ის დაფინანსება მოხდება.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ პირველი ეტაპის ფარგლებში სულ 14 განაცხადი დაამტკიცა. პროექტის ფარგლებში 14 ბენეფიციარზე გაცემულია 575,889 ლარის დაფინანსება. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივთ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება თებევრლის ბოლოდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ინტენსიური ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი (ან არსებულის გაფართოება), თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლებას, ხოლო, მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

14 ნოემბერი