სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ოზურგეთის რაიონში მდებარე ჩაის პლანტაციებს რეაბილიტაცია უტარდება

შპს „ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანია“ პროექტის „ქართული ჩაი“ ფარგლებში გურიის რეგიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის „ქართული ჩაი“ მენეჯერი ლევან უროტაძე და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის რაიონში დაფინანსებულ კომპანიას ესტუმრნენ და რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს. შპს „ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანია“ პროექტში 2016 წლის დეკემბერში ჩაერთო და 24 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ახდენს, სულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება - 61,950 ლარს შეადგენს, საიდანაც 43,365 ლარი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებაა. აღსანიშნავია რომ აღნიშნული კომპანია ასევე პროექტის „ქართული ჩაი“ ფარგლებში აპირებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოახდინოს სხვა მიწის ნაკვეთებზე. პროექტის „ქართული ჩაი“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ჩართულია 30 ბენეფიციარი.

ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი შეადგენს - 883 ჰექტარს, ხოლო ჯამური ინვესტიცია გახლავთ 2,213,657 ლარი, საიდანაც 1,536,332 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა. პროექტი „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.

მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას

14 ივლისი