სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ტრენინგი პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარებისთვის

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროექტში „დანერგე მომავალი“ მონაწილეების გადამზადების კიდევ ერთი ეტაპი დაასრულა. პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარების სავალდებულო ტრენინგი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ოფისში ჩაუტარდათ.

პროექტში მონაწილე ბენეფიციარები სხვადასხვა მიმართულებებით გადამზადდნენ: გაშენებულ ბაღში ნერგების გასხვლის ტექნოლოგიები, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემების დანერგვა - IPM და ბაღის მორწყვისა და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინიციატივით ტრენინგი ოთხ დღეს მიმდინარეობდა, 18 ივნისს დაიწყო და 21 ივნისს დასრულდა.

ბენეფიციარებს უფასო ტრენინგები მეხილეობაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დახმარებით ჩაუტარდათ. გადამზადების მიზანია, ბენეფიციარებმა შეისწავლონ თანამედროვე ინტენსიური და ნახევრადინტენსიური მრავალწლიანი კულტურის ბაღების სწორი მოვლის საშუალებები, რაც ბაღის გაშენების პერიოდში მოსალოდნელ რისკებს შეამცირებს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო პროექტში მონაწილე ბენეფიციარების რეგულარულად გადამზადებას უზრუნველყოფს. „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში „დანერგე მომავალის“ პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება. დაწყებიდან პროექტის ფარგლებში დამტკიცდა 876 განაცხადი, საიდანაც 2 განაცხადი დამტკიცდა სანერგე მეურნეობის კომპონენტის ფარგლებში. დამტკიცებული პროექტების ჯამურმა თანადაფინანსებამ შეადგინა 28 მლნ. ლარი.

საქართველოს მასშტაბით დაფინანსდა, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 5,264 ჰექტარზე. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აწარმოე საქართველოში - ბიზნესის ფარგლებში ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

22 ივნისი