სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ფინანსური მენეჯმენტის ტრენინგი

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით და USAID/REAP ის ხელშეწყობით "ერთიანი აგროპროექტის" ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ტრენინგი ზოგად მენეჯმენტში (სტრატეგიული დაგეგმარება, ოპერაციების და პროცესების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, პროექტების მართვა, დროის მართვა, ფინანსური დაგეგმვა და ბიუჯეტი, ბიუჯეტირების პროცესი, პროგნოზირება და ანალიზი) და ფინანსურ მენეჯმენტში (ფინანსური უწყისები (ბალანსის უწყისი, მოგება ზარალის უწყისი, ფულის მოძრაობის უწყისი), მართველობითი ფინანსები, ცვლადი, ფიქსირებული და საფეხურებრივი ხარჯები, თვითღირებულების დათვლის მეთოდები და ა.შ.). ტრენინგს სხვდასხვა სასოფლო-სამეურნეო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაინტერესებულ პირებს სთავაზობს არა მხოლოდ პროექტების ფინანსურ თანდაფინანსებას, არამედ ტექნიკურ მხარდაჭერასაც, რომელიც მათ საქმიანობაში დაეხმარება. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ აემაღლებინათ კვალიფიკაცია, რაც სამომავლოდ მათი საქმიანობის ეფექტურობას განაპირობებს.“

19 მარტი