სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
საოკუპაციო ხაზთან, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, ამირან ხოდელმა 12 ჰა-ზე ვაშლის ინტენსიური ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღი გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში  მდებარეობს.  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა რევაზ ასათიანმა, შიდა-ქართლის გუბერნატორთან, კახაბერ სამსხარაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ამირან ხოდელის ვაშლის ბაღი დაათვალიერა.

ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 94 650  ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 67 550 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 27 100 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 4 289 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 22 186 339 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, შიდა-ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 1 349 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

19 იანვარი