თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის გადამამუშავებელი საწარმო შპს „ელენე და კომპანია 2015“ შეიქმნა 2016 წელს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" ფინანასური დახმარების პროგრამის ხელშეწყობით. კომპანია ყიდულობს თხილს 3000-მდე ადგილობრივი ფერმერისგან, ყავს დასაქმებული 60 ადამიანი და წლიურად გადაამუშავებს 1500-2000 ტონა თხილს, ამჟამად პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე. 2017 წლის დეკემბერში, ბრიტანულმა კომპანიამ „Lloyd’s Register Quality Assurance“ შპს „ელენე და კომპანია 2015“ -ს მიანიჭა ISO 22000:2005 სერთიფიკატი. ეს შესაძლებელი გახდა USAID/REAP-ის და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს USAID/REAP-ის და სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით და თანადაფინანსებით (50% - USAID/REAP, 30% - სააგენტო და 20%- კომპანია) ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების და სტანდარტების დანერგვას. მოსალოდნელია, რომ სერტიფიცირების შედეგად შპს „ელენე და კომპანია 2015“ შეძლებს დაამყაროს ბიზნეს-კონტაქტები უფრო მეტ უცხოელ მყიდველთან. USAID/REAP-ის და სააგენტოს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ამჟამად, USAID/REAP და სააგენტო 17 აგრობიზნესს უწევენ დახმარებას HACCP სისტემის და ISO 22 000 სტანდარტის დანერგვაში.