სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
პირველი მოსავალი პროგრამის “დანერგე მომავალი“ ფარგლებში

შიდა ქართლში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შიდა ქართლი გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან ერთად, პროგრამის„დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში პირველი მოსავლის აღების პროცესში მიიღო მონაწილეობა.

შპს „ქართულმა ბაღმა“ პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა. კომპანიამ 10ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 98,730 ლარის სახელმწიფო დაფინანსებამიიღო, საიდანაც 80,080 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 18,650 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის იყო განკუთვნილი.
კომპანიამ კუთვნილ ფართობზე 4 სხვადასხვა ჯიშის ბაღი გააშენა და წელს პირველი მოსავლის სახით 15 ტონა ვაშლსელოდება.

06 ოქტომბერი