სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში საგარეჯოში ახალი მეფრინველეობის ფერმა ამოქმედდა

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის საწარმო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, - შპს „ნინოწმინდა 1“ რომელიც „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა, დღეს შეღავათიანი აგროკრედიტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ, კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან ირაკლი შიოშვილთან ერთად  დაათვალიერა.

შპს „ნინოწმინდა 1“  მეფრინველეობის ფერმაში 40,000 ფრთა ქათამია რომელიც ყოველდღიურად 24,000 კვერცხს აწარმოებს. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებულია. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე.

კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 250 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მთლიანი თანხა შეღავათიანია გროკრედიტია. 

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში შეიქმნა 53 ახალი საწარმო, ხოლო საქართველოს მასშტაბით უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

01 სექტემბერი