სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სოფელ კარალეთში სეტყვისგან დამცავი ბადეები მოეწყო

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა შიდა ქართლის რეგიონში, გორის რაიონის სოფელ კარალეთში, 3.5 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღისთვის სეტყვისაგან დამცავი ბადეების შეძენისათვის 35 900 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო პროექტის მენეჯერი თორნიკე კაპანაძე, შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სეტყვისგან დამცავი ბადეების მოწყობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“  პირველად სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ჩართული მცირემიწიანი ფერმერების  სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას და არსებული შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების მოდერნიზებას ითვალისწინებს, რაც აგრარული დარგის სწორი და ეფექტიანი განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან“, - განაცხადა პროექტის მენეჯერმა.

„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით ახორციელებს.

პროგრამას  სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს.

პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების - 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა - 60% -ს.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარებისთვის თანადაფინანსება გაიცემა ორი კომპონენტის მიმართულებით:

11 აგვისტო