სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ქვემო ქართლში კომბინირებული საკვების ახალი საწარმო ამოქმედდა

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმო გარდაბნის მუნიციპალიტეტში, - შპს “მჯ ინტერნაციონალ ჯორჯია“, რომელიც „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ, ქვემო-ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან ზაურ დარგალთან ერთად მოინახულა. შპს “მჯ ინტერნაციონალ ჯორჯიას“ კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმო თვეში 60 -დან 100 -მდე ტონა კომბინირებულ საკვებს, პრემიქსსა და კონცენტრატებს აწარმოებს. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნული საწარმო 2017 წლის ივნისის თვეში ამოქმედდა. კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 130 000 აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 30 000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 100 000 აშშ დოლარამდე ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში შეიქმნა 19 ახალი საწარმო, ხოლო საქართველოს მასშტაბით უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას

29 ივლისი