სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი სასათბურე მეურნეობა

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, - „შპს ჯეოარ პლიუსი“, რომელიც „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა, დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა კვარაცხელიამ ქვემო-ქართლის გურბერნატორის მოადგილესთან კახაბერ გუგეშაშვილთან ერთად მოინახულეს.
შპს „ჯეოარ პლიუსის“ სასათბურე მეურნეობაში წლიურად 80-100 ტონა ბოსტნეულს აწარმოებენ. საწარმოში 12 ადამიანია დასაქმებულია. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნული საწარმო 2016 წელს გაიხსნა.
კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 78 670 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 52 121 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 26 549 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.
2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750 -ზე მეტი მოქმედი და 158 ახალი საწარმო.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

08 აპრილი