სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ხილის გადამამუშავებელმა საწარმომ ISO სერთიფიკატი მიიღო

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო შპს „ქარელის აგროინდუსტრიული კომპანია“ შეიქმნა 2015 წელს, ქარელის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" ფინანასური დახმარების პროგრამის ხელშეწყობით. კომპანია ყიდულობს ხილს 100-მდე ადგილობრივი ფერმერისგან, ყავს დასაქმებული 35 ადამიანი და წლიურად აწარმოებს 50-60 ტონა სხვადასხვა სახეობის ჩირს, ამჟამად პროდუქციის რეალიზება ხდება ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ სამომავლოდ გეგმავს ექსპორტზე გატანას. 2017 წლის იანვარში, ბრიტანულმა კომპანიამ „Lloyd’s Register Assurance Quality“ შპს „ქარელის აგროინდუსტრიული კომპანიას“ მიანიჭა ISO 22000:2005 სერთიფიკატი. ეს შესაძლებელი გახდა USAID/REAP-ის და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს USAID/REAP-ის და სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით და თანადაფინანსებით (50% - USAID/REAP, 30% - სააგენტო და 20%- კომპანია) ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების და სტანდარტების დანერგვას.
მოსალოდნელია, რომ სერტიფიცირების შედეგად შპს „ქარელის აგროინდუსტრიული კომპანია“ შეძლებს დაამყაროს ბიზნეს-კონტაქტები უფრო მეტ უცხოელ მყიდველთან.
USAID/REAP-ის და სააგენტოს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ამჟამად, USAID/REAP და სააგენტო 13 აგრობიზნესს უწევენ დახმარებას HACCP სისტემის და ISO 22 000 სტანდარტის დანერგვაში.

 

24 იანვარი