სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
რეგიონებში ყურძნის სარეალიზაციო ადგილები მოეწყო

ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში    ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილებია მოწყობილი: ქუთაისი (ბალახვანის ასსართულიან კიბესთან და ტორპედის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია); რუსთავი (მე-12 მ/რ, სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია); ზუგდიდი (კედიას ქუჩა, ბაზრის უკანა მხარე); ამბროლაური (გამსახურდიას 2, ბაზრის ტერიტორია); ოზურგეთი (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია, საბთუმო ბაზრობა); გორი (მოსკოვის ქ. #1); ბათუმი (მაიაკოვსკის ქ#4, აღმაშენებლის ქ. ,,ხოფას ბაზარი“, გმირთა ხეივანი აბუსელიძის ქუჩის კვეთაზე);

თვითმმართველ ქალაქებში არსებულ  აგრარულ ბაზრებში რქაწითელის ჯიშის ყურძნის სარეალიზაციო ფასი 1.00 ლარიდან - 2.50  ლარამდე მერყეობს.

რთველი 2015-ის ფარგლებში ყურძნის კრეფა 10 სექტემბრიდან აქტიურად დაიწყო. დღეის მონაცემებით ღვინის საწარმოების მიერ უკვე გადამუშავებულია 4800 ტ ყურძენი.

24 სექტემბერი