სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს ჭარბი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ.

ლაგოდეხის რაიონში აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს ჭარბი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანში მცხოვრებ რომან მიხეილიძეს ჭარბი ნალექის გამო მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღურდება. მაისის თვეში წყალდიდობამ რომან მიხეილიძეს საზამთროს ბაღი მთლიანად გაუნადგურა, მიყენებულმა ზარალმა 7200 ლარი შეადგინა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია სრულად აუნაზღაურებს. ფერმერი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ აგროდაზღვევის“ პროგრამაში გაზაფხულზე ჩაერთო. პროექტის დახმარებით 8000 მ2 დააზღვია საზამთროს ბაღი. სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 840 ლარი, აქედან სააგენტოს გადასახდელმა თანხამ კი 504 ლარი.

დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამა „აგროდაზღვევის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და სადაზღვეო კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენლები ლაგოდეხის რაიონში დაზარალებულ რომან მიხეილიძეს შეხვდნენ და ჭარბი ნალექის შედეგად განადგურებული საზამთროს ბაღი დაათვალიერეს. 

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის“ პროგრამაში კახეთის რეგიონის 4 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო, აქედან 156 ლაგოდეხში მცხოვრები ფერმერია. მაისის თვეში ჭარბი ნალექის გამო პროგრამაში ჩართული 17 ბენეციარი დაზარალდა. სადაზღვევო კომპანიების მიერ 10 ფერმერის დატბორილი ფართობები შემოწმებულია და ზარალი შეადგენს 18 ათას ლარს. სადაზღვევო კომპანიები საბოლოო დასკვნას ივნისის ბოლომდე დადებენ, რის შემდეგაც ფერმერებს ასანაზღაურებელი თანხა ჩაერიცხებათ.

07 აპრილი