სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
სამეგრელოდან ევროპის ბაზრებისკენ

ზაზა გვათუა თბილისში დაიბადა და გაიზარდა, ოჯახიც თბილისში შექმნა, თუმცა წარმოშობით ზუგდიდელი მუდამ ფიქრობდა მისი კუთხის განვითარებაზე. მიუხედავად თბილისში ცხოვრებისა თავს ყოველთვის ზუგდიდელად მიიჩნევდა და მამაპაპისეულ სახლიც ყველაზე მეტად უყვარდა.
წინაპრების მიწების მახლობლად არსებულმა ხელსაყრელმა ბუნებრივმა რესურსებმა ხელი შეუწყო, რომ ზუგდიდში სასათბურე მეურნეობის აშენებაზე ეფიქრა. 150 მეტრში გამომავალი ბუნებრივი ცხელი წყალი მისთვის სასათბურე მეურნეობას დაწყებას უფრო მიმზიდველს ხდიდა, თუმცა მხოლოდ საკუთარი ხარჯებით ამის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა როცა 2014 წელს ბანკისგან გაიგო „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ შესახებ მაშინვე გადაწყვიტა ჩაფიქრებული საქმე განეხორციელებინა, ააშენა ახალი სასათბურე მეურნეობა, რომელმაც, როგორც თვითონ აღნიშნავს, მისი და მისი ოჯახის ცხოვრების ყოფა შეცვალა. თბილისიდან ოჯახიც ჩამოიყვანა და ზუგდიდში დაფუძნდა; ახლა შვილებსაც ზუგდიდში ზრდის და ცდილობს ადგილობრივების ყოველდღიური ცხოვრება გააუმჯობესოს.
ასევე გვიყვება, რომ სათბურში მუშაობა სეზონურია, ამიტომ დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იცვლება. ყოველდღიურად 5 ადამიანი მუშაობს, ხოლო სეზონზე მათი რაოდენობა 15 ადამიანამდე იზრდება.

ამჟამად უკვე მეორე სეზონია რაც მოსავალი მოდის და ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს ეკოლოგიურად სუფთა კიტრითა და პომიდორით. უხარია, რომ ნატურალური პროდუქტს საქართველოში აწარმოებს და ამით ქართულ საქმეს ემსახურება.

აგრეთვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე ვერ შეძლებდა საქმის წამოწყებასა და განვითარებას; საწარმოში განხორციელებულია 120 000 ა.შ.შ. დოლარის სრული ინვესტიცია, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტის მოცულობა 60 000 ა.შ.შ. დოლარს შეადგენს. სამომავლოდ კი სასათბურე მეურნეობის გაფართოებას გეგმავს, რათა უფრო მეტი ადამიანი დაასაქმოს და საექსპორტო ბაზრებსაც მოემსახუროს. ამიტომ, ამბობს, რომ მომავალშიც არ გამორიცხავს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული პროექტებით კვლავ ისარგებლოს.

13 მარტი