სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
აჩინებული - ხილის გადამმუშავებელი საწარმო

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, შპს „აჩინებული“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 2,500,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 632,835 ლარი გრანტია, ხოლო 975,402 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში წლიურად საშუალოდ 2,500 ტონა ხილის გადამუშავება არის შესაძლებელი და იწარმოება სხვადასხვა სახეობის ხილის წვენები. ამჟამად პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ, ასევე იგეგმება ექსპორტზე გატანაც. გადამმუშავებელ საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში დაგეგმილია, 2019 წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის ISO 22:000 დანერგვა.

08 ივლისი