სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
რ/კ „თამარის ჩაი“ - ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „თამარის ჩაი“ პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განახორციელა. კოოპერატივი პროგრამაში 2017 წლის 13 იანვარს ჩაერთო და 15.1 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოახდინა, სულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ - 37,735 ლარი შეადგენა, რომლიდანაც კოოპერატივს სამუშაოების ღირებულების 80%, 30,188 ლარი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა. აღნიშნულ კოოპერატივს, მას შემდეგ რაც რეაბილიტირებული პლანტაცია სრულ მსხმოიარობაში შევა (24-36 თვე), სააგენტოსგან სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა ჩაის პირველადი გადამუშავების ყველა საჭირო მანქანა-დანადგარი. პროგრამაში „ქართული ჩაი“ საქართველოს მასშტაბით ჩართულია 37 ბენეფიციარი. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი შეადგენს - 1,024 ჰექტარს, ხოლო ჯამური ინვესტიცია გახლავთ 2,553,517 ლარი, საიდანაც 1,776,613 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა. პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა.

03 ივნისი