სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
მანნა - ჩაის და სანელებლების გადამამუშავებელი საწარმო

"ერთიანი აგროპროექტის" ბენეფიციარი ჩაის და სანელებლების გადამამუშავებელი საწარმო "მანნა" 2017 წელს გაიხსნა, კომპანიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტითა“ და USAID/REAP-ის ფინანასური დახმარების პროგრამით ისარგებლა.  კომპანიაში 23 ადამიანია დასაქმებული. „მანნას“  ჩაის და სანელებლების გადამამუშავებელ საწარმოში წელიწადში 10 ტონა ნედლეულს გადაამუშავებენ. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე ხდება.

19 დეკემბერი