სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
იმერელი კაცი რომელმაც გურჯაანში მუხის კასრების წარმოების ტრადიცია აღადგინა

ვასიკო კალანდაძე, 2 შვილის მამა, პროფესიით იურისტი კაცია, რომელმაც „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ დახმარებით მივიწყებული დარგი აღადგინა და გურჯაანში მუხის კასრების მწარმოებელი საწარმო შექმნა.

დიდი ხნის წინ გაიგო რომ გურჯაანში არსებობდა მიტოვებული მექანიკური ქარხანა, სადაც საბჭოთა დროს ამზადებდნენ მუხის კასრებს და ჩაფიქრებული ჰქონდა ძველი საწარმოს აღდგენა და მისი განახლება.

2013 წელს სატელევიზიო რეკლამიდან შეიტყო „შეღავათიანი აგროკრედიტის  პროგრამის“ შესახებ, შემოიკრიბა თანამოაზრეები და დაიწყო ის საქმე, რომელმაც, როგორ თვითონ აღნიშნავს ცხოვრებისადმი  მეტი ინტერესი გაუჩინა. მისი განცხადებით მუხის კასრების წარმოება შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ეკონომიურადაც გეხმარება და სამსახურში მისვლა გიხარია.

ახალი კასრის წარმოებას „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ გარეშე ვარ შეძლებდნენ (კედლებიც არ იყო შემორჩენილი, რის ბაზაზეც აშენდა საწარმო) თავიდან მხოლოდ კასრების აღდგენაზე ჰქონდათ გათვლა,  მაგრამ კრედიტის დაფინანსებამ მისცა საშუალება რომ ახალი კასრები ეწარმოებინა.  

აღნიშნავს, რომ წელს პირველად გაიტანეს ქართული მუხის კასრი ექსპორტზე  გერმანიაში და მომავალშიც გეგმავენ ამის გაკეთებას. საწარმოში მუშაობა სეზონურია, რადგან ღვინო როდესაც "დავარგდება" მაშინ სჭირდება კასრში დაძველება. სწორედ მაშინ იწყება გაყიდვების გაზრდაც შპს „პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტებისთვის“.

საამაყოდ ჰყვება, რომ მასთან დასაქმებულია 15 ადამიანი და აღნიშნავს რომ სანამ წარმოებას დაიწყებდნენ, სპეციალურად წავიდა ესპანეთში რათა ამ საქმის მცოდნე ადამიანი ჩამოეყვანა რათა ადგილობრივებისთვის ესწავლებინა ეს ხელობა. ესპანეთიდან ჩამოიყვანა გამოცდილი მუხის კასრების მწარმოებელი, შემოიკრიბა ახალგაზრდა 18-20 წლის ბიჭები და ასწავლე ეს საქმე. როგორც თვითონ აღნიშნავს დარგის განვითარებისთვის აუცილებელია ახალგაზრდების ჩართულობა და მეორეს მხრივ შანსი უნდა მიეცეთ ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ. 

საწარმოში განხორციელებულია 630 000 აშშ დოლარის სრული ინვესტიცია, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს 550 000 აშშ დოლარს. 

სამომავლოდ აპირებს რომ კასრი რომელიც უკვე აღარ გამოიყენება ღვინის შესანახად, სხვადასხვა დიზაინის დეკორატიულ ავეჯად გადააკეთონ.

29 მარტი