სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ვიტა პროდუქტი - რძის გადამამუშავებელი საწარმო წალკის რაიონში

ქვემო ქართლის რეგიონში, წალკის მუნიციპალიტეტში, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული რძის გადამამუშვებელი ახალი საწარმო „ვიტა პროდუქტი“ ფუნქციონირებს. საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროექტის“ ფარგლებში - 178 712 აშშ დოლარის ოდენობის სახელმწიფო თანადაფინანსება და 223 390 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. საწარმოს მშენებლობა 2015 წლის ნოემბერში დასრულდა. საწარმოში 15 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. „ვიტა პროდუქტი“ წელიწადში 3000 ტონაზე მეტი ნედლეულს გადაამუშვებას და სხვადასხვა სახეობის ყველს და კარაქს აწარმოებს.  პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

13 მარტი