სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
F.A.Q.
ხშირად დასმული კითხვები
  • დანერგე მომავალი
  • ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა
  • აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა
  • შეღავათიანი აგროკრედიტი
  • გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
  • აგროდაზღვევა
  • აწარმოე საქართველოში
დანერგე მომავალი
სად უნდა წარვადგინო განაცხადი და პროექტში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია?

შევსებული განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ ()იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში.

 

იურიდიული პირის შემთხვევაში ვინ არის განაცხადის წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირი?

განაცხადის შესაძლებელია წარმოადგინოს დირექტორმა ან პროექტში წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა სხვა პირმა.

დოკუმენტაციის შემოტანისას საჭიროა თუ არა საჯარო რეესტრიდან განახლებული ამონაწერის მომზადება?

დიახ, სავალდებულოა  წარმოადგინოთ განახლებული ამონაწერი.

 

რა ფორმით მეცნობება გადწყვეტილება განაცხადზე?

გადაწყვეტილება გეცნობებათ  წერილობით, თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე.

განაცადის უარყოფის შემთხვევაში, მაქვს თუ არა შესაძლებლობა ხელახლა მივმართო სააგენტოს დაფინანსების მისაღებად?

თქვენ შეგიძლიათ ხარვეზის გამოსწორების შემდგომ ხელახლა წარადგინოთ სააგენტოში განაცხადი შესაბამისი დოკუმენტაციით.

სავალდებულოა თუ არა ტრეინინგების გავლა?

 ტრეინინგებში მონაწილეობა ბენეფიციარის ვალდებულებაა და აისახება ბენეფიციართან  გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.

უძრავ-მოძრავი ქონების ან წილების/აქციების ფლობა ჩამეთვლება თუ არა თანამონაწილეობად?

პროექტით გათვალისწინებულია მხოლოდ ფულადი თანამონაწილეობა.

თუ მიწის ნაკვეთი ოჯახის საკუთრებაა და რეგისტრირებულია ოჯახის ერთ-ერთ წევრზე, შეუძლია თუ არა სხვა წევრს მიიღოს პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პოტენციური ბენეფიციარი თავად იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.

რითი უნდა დავადასტურო თანამონაწილეობის თანხის არსებობა?

თანხის არსებობა დასტურდება ცნობით ბანკიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ.

 

სად შემიძლია შევიძინო ნერგი?

ნერგი უნდა შეიძინოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობიდან ან ნერგის იმპორტის გზით.

 

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა
სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობის იჯარით აღების სურვილის შემთხვევაში ვის უნდა მიმართოს ბენეფიციარმა ?

იმ შემთხვევაში, თუ მიწა საერთოდ არ არის რეგისტრირებული, პოტენციური ბენეფიციარი სააგენტოში წარმოადგენს მიწის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტაციას(კერძოდ, ცნობას მიწის კატეგორიის შესახებ და აზომვით ნახაზებს (როგორც ბეჭდურს, ასევე დისკზე), რის შემდეგაც სააგენტო მიმართავს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიწის რეგისტრირების თაობაზე. თუ მიწა არის რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებად, პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა მიმართოს სოფლის მეურნეობის  პროექტების მართვის სააგენტოს და წარმოადგინოს თანმდევი დოკუმენტაცია.  

 

რამდენ ჰექტარზე გაშენებულ სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციას უნდა ფლობდეს პოტენციური ბენეფიციარი იმისათვის , რომ შეძლოს პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობი არ უნდა შეადგენდეს 5 ჰა-ზე ნაკლებს და არ უნდა აღემატებოდეს 300 ჰა-ს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს თანადაფინანსების მისაღებად საკუთრებაში უნდა ჰქონდეს ჯამურად არანაკლებ 5 ჰა და არაუმეტეს 50 ჰა ჩაის პლანტაცია.

ვის უნდა მივმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად  პოტენციურმა ბენეფიციარმა განცხადებით უნდა მიმართოს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის  პროექტების მართვის სააგენტოს და წარმოადგინოს თანმდევი დოკუმენტაცია.

მსურს სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობის ანალიზის გაკეთება და ვის უნდა მივმართო?

იმ შემთხვევაში,  თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც გაშენებულია სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცია არის პოტენციური ბენეფიციარის ან სახელმწიფოს საკუთრებაში, პოტენციური ბენეფიციარი მიმართავს შპს „ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრს (ანასეული) და წარუდგენს მიწის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტაციას.

რა პირობებით ხდება დაფინანსების მიღება?

პროგრამის ბენეფიციარი საკუთრებაში არსებული სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობის შემთხვევაში დაფინანსდება სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 60%-ის ოდენობით, იჯარის შემთხვევაში-70%-ის ოდენობით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები საკუთრებაში არსებული სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობის შემთხვევაში-80% და იჯარით ფლობის შემთხვევაში- 90%.

რა ვადებში ხორციელდება განაცხადების განხილვა?

პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის რიგითობა განისაზღვრება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში მეწარმე სუბიექტების მიერ განაცხადის (თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად) სრულყოფილად წარმოდგენის თარიღით.

რა უპირატესობით სარგებლობენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები?

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ ჩაის პირველადი დამუშავების მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები და ინვენტარი  ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს შენობის ექსპლუატაციაში მიღების აქტის წარმოდგენიდან 12  თვის ვადაში.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა
შეუძლია თუ არა ბენეფიციარმა წარმოადგინოს განაცხადი ტრაქტორის შეძენაზე, თუ მის სახელზე არ არის გაფორმებული მიწის ნაკვეთი?

განაცხადი ტრაქტორის შეძენაზე განიხილება მხოლოდ მიწის მფლობელობის ან გრძელვადიანი იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში.

არის თუ არა შესაძლებელი მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ფუტკრის ოჯახის შეძენის დაფინანსება?

მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ფუტკრის ოჯახის შეძენა არ ფინანსდება , შესაძლებელია სკების/იმპლემენტების შეძენის დაფინანსება.

არის თუ არა შესაძლებელი მიმდინარე პროგრამის ფარგლებში კენკროვანი კულტურების ახალი ბაღის გაშენება?

მიმდინარე პროგრამის ფარგლებში კენკროვანი კულტურების ახალი ბაღების გაშენება(გარდა მარწყვისა) დასაშვებია 0,1 ჰა-დან 1 ჰა-მდე.

 

შეუძლია თუ არა ამხანაგობამ ისარგებლოს პროგრამით?

შეუძლია. განაცხადი უნდა შემოვიდეს ამხანაგობის სახელით.

 

 

 

შეუძლია თუ არა საჯარო მოხელეს მიიღოს მონაწილეობა პროგრამაში?

პროგრამაში  საჯარო მოხელისთვის არ არის შეზღუდული მონაწილეობის მიღება.

სად შეიძლება ვნახოთ თაფლოვანი კულტურების ჩამონათვალი ან ვინ განსაზღვრავს მათ?

კულტურების განსაზღვრა არ იგეგმება, ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს ცნობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან გასაშენებელი კულტურის თაფლოვან კულტურასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.

 

მიმდინარე პროგრამის ფარგლებში არის თუ არა შესაძლებელი იურიდიულ პირზე გაიცეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა?

მიმდინარე პროგრამის ფარგლებში იურიდიულ პირებზე (გარდა კოოპერატივებისა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა(ტრაქტორი) არ გაიცემა.

 

არის თუ არა შესაძლებელი მიმდინარე პროგრამის ფარგლებში კაკლოვანი კულტურების გაშენება?

მიმდინარე პროგრამის ფარგლებში კაკლოვანი კულტურების ბაღის გაშენება არ ფინანსდება.

მიმდინარე პროგრამის გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტში თანადაფინანსების მაქსიმალური ზღვარი რამდენს შეადგენს?

გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების მიზნობრიობით იურიდიული პირების(მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების) თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში.

 

 

რა შემთხვევაში არის შესაძლებელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/იმპლემენტების შეძენის დაფინანსება?

მიმდინარე პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული კულტურების ბაღების ან ერთწლიანი ნათესების შემთხვევაში 50 ცხ/ძალამდე ტრაქტორის და ასევე იმპლემენტების შეძენა მოიაზრება.

არის თუ არა შესაძლებელი მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ელექტრონულად რეგისტრაცია?

მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ელექტრონულად რეგისტრაცია არ ხორციელდება, განაცხადი თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინონ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში.

რა სიმძლავრის ტრაქტორის დაფინასებაა შესაძლებელი მიმდინარე პროგრამის ფარგლებში?

მიმდინარე პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია 50 ცხენის ძალამდე ტრაქტორის შეძენის დაფინანსება.

მიმდინარე პროგრამის ფარგლებში რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარმოვადგინოთ?

მიმდინარე პროგრამის ფარგლებში პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს განაცხადი თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად.

შეღავათიანი აგროკრედიტი
ვის შეუძლია პროექტში მიიღოს მონაწილეობა?

მიმდინარე პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ  პირს(გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა) და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს.

რა რაოდენობის თანხის აღება შეულია ფიზიკურ პირს?

მიმდინარე პროექტის ფარგლებში ფიზიკურ პირს შეუძლია აიღოს სესხი 20 000 ლარიდან 75 000 ლარის ჩათვლით.

შესაძლებელია თუ არა შეღავათიანი აგროკრედიტით მიწის ფართობის შეძენა?

მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაუშვებელია მიწის ფართობის შეძენა.

ვის უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა შეღავათიანი აგროკრედიტით რომ ისარგებლოს?

დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს პროექტში მონაწილე ბანკებს. 

ვფლობ მესაქონლეობის ფერმას და მსურს მისი გაფართოება, შემიძლია თუ არა პროექტში მონაწილეობის მიღება?

დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ძირითადი საშუალებების დაფინანსებისთვის. მესაქონლეობის ფერმის გაფართოების  შემთხვევაში დაცული უნდა იყოს ფერმის სტანდარტები,ხოლო შესაძენი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი იდენტიფიცირებული უნდა იყოს  სურსათის უვნებლობის სააგენტოში.

რამდენ პროცენტს შეადგენს სააგენტოს თანამონაწილეობა და რა ვადით თანამონაწილეობს ?

საბრუნავი საშუალებების დაფინანსებისას ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსება სააგენტოს მხრიდან განხორციელდება სესხის ძირითადი თანხის 8%-ის ოდენობით არა უმეტეს 36 თვის ვადით, ხოლო ძირითადი საშუალებების დაფინანსებისას მაქსიმუმ 11%-ისა  ოდენობით არა უმეტეს 66 თვის ვადით. თავის პროცენტულ თანამონაწილეობას სააგენტო გადაიხდის სესხის გრაფიკის შესაბამისად მსესხებლის პარალელურად.

შესაძლებელია თუ არა ერთმა ბენეფიციარმა ერთდროულად ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით და შეღავათიანი აგროლიზინგით?

დიახ, შესაძლებელია ერთდროულად შეღავათიანი აგროკრედიტით და შეღავათიანი აგროლიზინგით ერთი ბენეფიციარის თანადაფინანსება თუ ლიზინგისა და სესხის ჯამი არ აღემატება 1 500 000 ლარს.

შესაძლებელია თუ არა პარალელური სესხის აღება პროექტის ფარგლებში?

დიახ, შესაძლებელია პარალელური სესხების გაცემა თუ მათი ჯამი არ აღემატება დადგენილ მაქსიმალურ ლიმიტს და თითოეული პარალელური სესხის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო თანხაზე ნაკლები.

შესაძლებელია თუ არა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდეს სოკოს სასათბურე მეურნეობა?

დიახ, შესაძლებელია მიმდინარე პროექტის ძირითადი საშუალებების კომპონენტის ფარგლებში სოკოს სასათბურე მეურნეობის დაფინანსება.

რომელი სალიზინგო კომპანიები მონაწილეობენ შეღავათიანი აგროლიზინგის პროექტში?

შეღავათიანი აგროლიზინგის პროექტში მონაწილეობენ საქართველოს სალიზინგო კომპანია და თიბისი ლიზინგი.

შეგიძლიათ განმიმარტოთ როდის ხორციელდება მეორადი უზრუნველყოფა?

ყოველი ახალი, არარეფირანსირებული სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა ხორციელდება სააგენტოს მიერ, რომელიც საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ბანკი ახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს ნარჩენი ძირითადი თანხის 100 %-ს, სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას ნარჩენი ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით.

 

შესაძლებელია თუ არა სესხის რეფირანსირება მიმდინარე პროექტის ფარგლებში?

დიახ, შესაძლებელია თუ  სესხი გაცემულია მიმდინარე პროექტის ფარგლებში.

შემიძლია თუ არა ერთდროულად ვისარგებლო მიმდინარე პროექტის ორივე კომპონენტით?

დიახ, შესაძლებელია ბენეფიციარმა ისარგებლოს  მიმდინარე პროექტის ორივე კომპონენტით როგორც საბრუნავი, ასევე ძირითადი საშუალებების დაფინანსებისათვის.

შესაძლებელია თუ არა კერძო სესხის რეფირანსირება მიმდინარე პროექტის ფარგლებში?

2015 წლის 1 იანვრიდან კერძო სესხის რეფირანსირება მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაუშვებელია. ასეთი ტიპის სესხის რეფირანსირება შესაძლებელი იყო 2015 წლის 1 იანვრამდე.

დასაშვებია თუ არა დაფინანსდეს მიმდინარე პროექტის ფარგლებში საოფისე ფართის მშენებლობა?

მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაუშვებელია მხოლოდ საოფისე ფართის მშენებლობა/რემონტი/აღჭურვა.

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
სავალდებულოა თუ არა საკონსულტაციო კომპანიის მომსახურება?

დიახ, სავალდებულოა, ვინაიდან თქვენი პროექტის საბოლოო დამტკიცებისათვის აუცილებელია დადგენილი სტანდარტის ბიზნეს გეგმის წარმოდგენა. საკონსულტაციო კომპანიის მიერ ბიზნეს გეგმის შედგენა გაგიადვილებთ ამ პროცესს.

 

შეიძლება თუ არა ბანკის ან სალიზინგო კომპანიის დაფინანსების საკუთარი ფულადი სახსრებით ჩანაცვლება?

დაფინანსების მისაღებად საბანკო კრედიტით ან ლიზინგით სარგებლობა არ არის სავალდებულო. თქვენი თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის ღირებულების მინიმუმ 10 % -ს, რომელიც შესაძლებელია თქვენი სურვილისა და შესაძლებლობის ფარგლებში გაიზარდოს და შეაგდენდეს პროექტის ჯამური ღირებულების 60 %-საც კი;

აუცილებელია თუ არა პროექტების პირობების გასაცნობად ვებ გვერდზე რეგისტრაცია?

სააგენტოს პროექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ გვერდზე რეგისტრაციის გარეშე. რეგისტრაცია სავალდებულოა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში განაცხადის წარმოსადგენად;

შესაძლებელია თუ არა მოქმედი საწარმოს დაფინანსება გაფართოების მიზნით?

პროექტის ფარგლებში მოქმედი საწარმოების გაფართოება/მოდერნიზაცია არ დაფინანსდება. გათვალისწინებულია მხოლოდ ახალი საწარმოების შექმნის დაფინანსება, თუმცა თუ კომპანიას გააჩნია მიმდინარე კომერციული საქმიანობა, მას შეუძლია მიიღოს დაფინანსება ახალი საწარმოს შესაქმნელად;

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტთან დაკავშირებით: რა სახით ხდება განაცხადის შევსება?

გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში განაცხადის შემოტანა ხდება ელექტრონულად.

რეგისტრაციის შემდგომ არ მომივიდა ელ. წერილი ბმულით, როგორ მოვიქცე?

ცალკეულ შემთხვევაში ელ. წერილი შესაძლოა მოხვდეს ე.წ. „Junk” ან “spam” ფოლდერებში. იმ შემთხვევაში, თუ ამ ფოლდერებშიც არ არის ელ.წერილი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის საშუალებით და ვეცდებით უმოკლეს ვადაში გამოვასწოროთ ტექნიკური ხარვეზი;

რომელი დარგები დაფინანსდება?

პროექტის ფარგლებში დასაფინანსებელი დარგებისა და რაიონების დეტალური სია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე მიზნობრივი სეგმენტი

ვებ გვერდზე რეგისტრაციის გასავლელად არც ერთ ველს არ აწერია სათაური. როგორ მოვიქცე?

პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ რომელი ბრაუზერით ხართ შესული ვებ გვერდზე. თუ ეს Internet Explorer-ია, გადაამოწმეთ რომელი ვერსიაა. www.apma.ge მორგებულია ახალ, Internet Explorer 11-ზე. თუ თქვენი ბრაუზერი მოძველებულია, განაახლეთ ვერსია (Internet Explorer11) და თავიდან სცადეთ დარეგისტრირება. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Opera, Google Chrome, რომლებზეც არანაირი სახის შეზღუდვა არ ვრცელდება და რომელთა ჩამოტვირთვაც შეგიძლიათ ბმულებიდან:  Mozilla Firefox;  Opera;  Google Chrome;

როგორ შევავსო განაცხადი?

განაცხადის შევსების ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: ვიდეო ინსტრუქცია

მითითებული რაიონების გარდა, შესაძლებელია თუ არა სხვა რაიონებში საწარმოების შექმნის დაფინანსება?

პროექტის ფარგლებში არის განსაზღვრული ის რაიონები, სადაც უნდა განხორციელდეს ახალი საწარმოების შექმნა, ასევე განსაზღვრულია ის დარგები რომლებიც დაფინანსდება. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადით არის გათვალისწინებული საწარმოს შექმნა ისეთ რაიონში რომელიც არ არის ჩამონათვალში, მოხდება განაცხადის უარყოფა;  

როგორ გამოვაგზავნო პროექტი?

პროექტის შედგენის, დოკუმენტების დამატებისა და გაგზავნის ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ვიდეო ინსტრუქცია

განაცხადის შესავსებად სავალდებულოა თუ არა ვფლობდე კომპანიას?

თქვენ შეგიძლიათ წარმოადგინოთ განაცხადი ფიზიკური პირის სახელით, იმ პირობით, რომ დაფინანსების დამტკიცების შემთხვევაში განხორციელდება შესაბამისი კომპანიის დაფუძნება, ვინაიდან პროექტით გათვალისწინებულია მხოლოდ იურიდიული პირების დაფინანსება.

რამდენი განაცხადის შევსება შეუძლია ერთ მომხმარებელს?

ერთი პირის მიერ წარმოდგენილი განაცხადების რაოდენობა არ არის შეზღუდული;

როგორ შევიტყობ ჩემ მიერ წარმოდგენილი განაცხადის პასუხს?

თქვენ მიერ წარმოდგენილი განაცხადის განხილვის შედეგები აისახება ვებ გვერდის განყოფილებაში - „ჩემი განაცხადები“. ასევე გეცნობებათ რეგისტრირებისას მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე გამოგზავნილი წერილის საშუალებით;

 

შემიძლია თუ არა შემოვიტანო განაცხადი კომპანიის სახელით რომელშიც არ ვმუშაობ?

განაცხადის შემოტანა შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისაც გააჩნია უფლება წარმოადგენდეს კომპანიას კომპონენტში. ამავდროულად, წარმომდგენი შესაძლებელია არ მუშაობდეს უშუალოდ კომპანიაში;

რა დამიჯდება საკონსულტაციო კომპანიის მომსახურება?

საკონსულტაციო კომპანიის მომსახურების ხარჯებს სრულად აანაზღაურებს ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო".

შემიძლია თუ არა პროექტის ფარგლებში შევიძინო ავტოტრანსპორტი?

პროექტის ფარგლებში ნებადართულია მხოლოდ საწარმოო დანიშნულების ავტოტრანსპორტის შესყიდვა.

ვფლობ მიწის ნაკვეთს / შენობას სადაც უნდა განთავსდეს საწარმო, ჩამეთვლება თუ არა თანამონაწილეობად?

არა, პროექტის ფარგლებში გათვალისიწნებულია მხოლოდ ფულადი თანამონაწილეობა;

რა მოხდება თუ სააგენტოს თანადაფინანსების შემდეგ ბანკმა უარი განაცხადა სესხის გაცემაზე?

თუ თქვენ ვერ უზრუნველყავით საბანკო/სალიზინგო დაფინანსების კომპონენტით საჭირო სახსრების მოძიება და ამასთან ვერ ჩაანაცვლეთ ის საკუთარი თანამონაწილეობით, ვერ მიიღებთ სააგენტოს თანადაფინანსებას;

თუ ბანკმა არ დამიმტკიცა სესხი, შემიძლია თუ არა მივმართო სხვა ბანკს ან საფინანსო ინსტიტუტს?

იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს თანადაფინანსების დამტკიცების შემდეგ ბანკმა უარი განაცხადა სესხის გაცემაზე, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ პროექტში ჩართულ ნებისმიერ სხვა საფინანსო ინსტიტუტს;

შეიძლება თუ არა სესხის დასამტკიცებლად მივმართო ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც არ არის ჩართული პროექტში?

არა, ვინაიდან სესხის/ლიზინგის გადახდის შემსუბუქების მიზნით, სააგენტო ახორციელებს საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივ თანადაფინანსებას. კერძოდ: თქვენს სესხზე გადასახდელი სარგებელიდან წლიურ 11 %-ს გადაიხდის სააგენტო, რისთვისაც აუცილებელია სააგენტოს გააჩნდეს ბანკთან/სალიზინგო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ამ ურთიერთობებს, შესაბამისად, ამგვარი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, სააგენტო ვერ განახორციელებს საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსებას;

მშენებლობის ან / და რემონტის ექსპერტიზის საჭიროების შემთხვევაში ვინ გასწევს ხარჯს?

ექსპერტიზას განახორციელებს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ექსპერტებიდან ერთ-ერთი, თქვენი შერჩევით. ექსპერტიზის ხარჯებს სააგენტო არ აანაზღაურებს;

შემიძლია თუ არა მივიღო დაფინანსება არსებული, მაგრამ გაჩერებული საწარმოს მოდერნიზაციისათვის?

პროექტი ითვალისწინებს მხოლოდ ახალი საწარმოების შექმნას. არ დაფინანსდება კერძო საკუთრებაში არსებული გაჩერებული საწარმოს მოდერნიზაცია;

შემიძლია თუ არა მონაწილეობის მიღება „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში თუ უკვე ვარ ჩართული „შეღავათიანი აგრო-კრედიტის“ პროექტში და ვსარგებლობ რომელიმე კომპონენტით?

შეგიძლიათ. „სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტი არ ზღუდავს შეღავათიანი აგრო-კრედიტით სარგებლობას.

რა სახის შემნახველი საწარმოების დაფინანსება მოხდება?

დაფინანსდება მხოლოდ ახალი სამაცივრე ან/და მშრალი სასაწყობო საწარმოების შექმნა, არანაკლებ 200 ტ ტევადობით.

რა სახის პროდუქციის შემნახველ საწარმოზე გავრცელდება თანადაფინანსება?

შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ყველა სახის საწარმო. გარდა:

ა) მარცვლეულის შემნახველი საწარმო;

ბ) რძისა და რძის პროდუქტების შემნახველი საწარმო;

გ) ხორცისა და ხორცპროდუქტების შემნახველი საწარმო;

დ) თევზისა და თევზპროდუქტების შემნახველი საწარმო.

აგროდაზღვევა
რამდენი სადაზღვევო კომპანია იღებს პროექტში მონაწილეობას?

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობას იღებს საქართველოში ლიცენზირებული 4 სადაზღვევო კომპანია: ,,ალდაგი’’, ,,აი სი ჯგუფი’’, ჯი პი აი ჰოლდინგი’’ და ,,არდი ჯგუფი’’ .

ვფლობ საკუთრებაში 10 ჰა მიწის ფართობს, შემიძლია თუ არა პროექტში მონაწილეობის მიღება?

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვევას ექვემდებარება არა უმეტეს 5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, მარცვლეული კულტურის  დაზღვევის შემთხვევაში - არა უმეტეს 30 ჰა. შესაბამისად, 10 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის ფლობისას სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა 5 ჰა ფართობისთვის.

ვის უნდა მივმართო მოსავლის დასაზღვევად?

მოსავლის დასაზღვევად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებს. 

აუცილებელია თუ არა მიწის ნაკვეთი რეესტრში იყოს დარეგისტრირებული?

მიწის ნაკვეთს უნდა გააჩნდეს საკადასტრო კოდი ან/და აზომვითი ნახაზი ან/და GPS კოორდინატები. თუ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ანუ გააჩნია საკადასტრო კოდი, მაშინ სააგენტოს თანამონაწილეობა არის 10%-ით მეტი.

რომელი სადაზღვევო რისკისგან არის შესაძლებელი მოსავლის დაზღვევა?

აგროდაზღვევის პროგრამის შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება დაზღვევის ობიექტისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეული იქნება: სეტყვისგან, ჭარბი ნალექისგან,ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის, 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).

ჩამონათვალში მითითებული კულტურის გარდა შესაძლებელია თუ არა სხვა კულტურის დაზღვევა?

იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზღვევა, რომელიც  არ არის მითითებული დასაზღვევ კულტურათა ჩამონათვალში, მოხდება პროგრამაში მონაწილე ყველა სადაზღვევო კომპანიასა და სააგენტოს შორის შეთანხმებით. 

ვის უნდა მიმართოს ბენეფიციარმა სტიქიური მოვლენის დადგომისას?

მოვლენის დადგომისას ბენეფიციარი ვალდებულია, შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე სადაზღვევო კომპანიას 24 საათის განმავლობაში სატელეფონო ზარით. ამავდროულად, 5 სამუშაო დღეში ტელეფონით ან ელექტრონულად მზღვეველთან დააზუსტოს შემდეგი ინფორმაცია: დამზღვევის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, სადაზღვევო პოლისის ნომერი, დამზღვევის საკონტაქტო ტელ. ნომერი, დაზღვეული დაზიანებული ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და განხორციელებული რისკი.

როგორ განისაზღვრება სახელმწიფო სუბსიდირება?

ვაზის გარდა ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე სააგენტოს თანამონაწილეობა არის 70%, ვაზის შემთხვევაში კი 50%. თუ მიწის ნაკვეთი არის რეგისტრირებული, სააგენტოს თანამონაწილეობა იზრდება 10%-ით. 

აწარმოე საქართველოში
რა რაოდენობის თანხით შესაძლებელია დაფინანსდეს დაინტერესებული პირი მიმდინარე პროექტის ფარგლებში?

პროგრამის ფარგლებში ერთი სესხის/ლიზინგის მოცულობა არ უნდა იყოს 1 500 000 ლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 5 000 000 ლარს.

როგორია ბანკის მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთი თითოეულ თანხაზე?

ბანკის მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთი თითოეულ თანხაზე არის:

1 500 000 ლარიდან 3 000 000 ლარამდე - არა უმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6% წლიურად;

3 000 000 ლარიდან 5 000 000 ლარამდე - არა უმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5% წლიურად.

შესაძლებელია თუ არა პროექტში მოიაზრებოდეს ალკოჰოლური სასმელების წარმოება?

მიმდინარე პროექტის ფარგლებში არ შეიძლება გაიცეს სესხი/ლიზინგი ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საწარმოებლად.

რა ვადით განისაზღვრება სააგენტოს თანამონაწილეობა ?

მიმდინარე პროექტის ფარგლებში სააგენტო განახორციელებს  საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას წლიური 10%-ის ოდენობით პირველი 24 თვის განმავლობაში.

მცირე ბიზნესის დასაწყებად მჭირდება 5000 ლარით დახმარება და ვის უნდა მივმართო?

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/მეწარმეთა განვითარების სააგენტო.მათი საკონტაქტო ნომერია: 2991044; 2991028.

შესაძლებელია თუ არა მესაქონლეობის ფერმისთვის დაფინანსების მიღება?

დიახ,მიმდინარე  პროექტის ფარგლებში მოიაზრება მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმის დაფინანსება(მერძეული/მეხორცული მიმართულების).

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო?

მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების, გარემოს დაცვის და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. ასევე ახლად შექმნილ და გაფართოებულ საწარმოს უნდა გააჩნდეს ესთეტიური გარეგანი სახე.

შესაძლებელია თუ არა მივიღო დაფინანსება გაზიანი სასმელების წარმოებისთვის?

მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაუშვებელია დაფინანსების მიღება გაზიანი სასმელების წარმოებისთვის.

შესაძლებელია თუ არა პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით შევიძინო ტექნიკა, მაგ. ტრაქტორი?

პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხით/ლიზინგით დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინის და სხვა) შეძენა.          

რაში გამოიხატება პროექტში ტექნიკური დახმარება და დაკავშირებულია თუ არა რაიმე ხარჯებთან?

ტექნიკური დახმარება გულისხმობს ბენეფიციარების შესაბამისი ცოდნით აღჭურვას,რაც გამოიხატება მათთვის ტრეინინგების ჩატარებაში. ტრეინინგის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს სააგენტო.